სერგეი ლავროვი - იმედი მაქვს, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმიც კი არ გაუყვება მიხეილ სააკაშვილის გზას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ქმედებებს არ გაიმეორებს.

„იმედი მაქვს, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმიც კი არ გაუყვება მიხეილ სააკაშვილის გზას 2008 წლის აგვისტოს მაგალითზე“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, 2008 წელს მდგომარეობა ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ გართულდა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა „დიდი ტანჯვის შემდეგ“ დეკლარაციაში ჩაწერეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

„საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი მყისვე აჟიტირდა და დაიწყო აგრესიული სამხედრო ქმედებები, საკუთარი მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების დაბომბვა. უკრაინის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მეტი წინდახედულობა გამოიჩინა და ცუდ მაგალითს არ მიჰყვა“, - განაცხადა ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა