გიორგი ბარამიძე - ის, რომ სააკაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში უყურებდა, არ ნიშნავს, რომ შს მინისტრთან ტელეფონით კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ იქ თუ ვიღაცამ გადაცდომა ჩაიდინა, რადგან პრეზიდენტი ინფორმირებული იყო, დამნაშავე ის არის?

არსებობს სადმე ისეთი ქვეყანა, სადაც არსებობს სტერილური ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც რაღაც დანაშაულს

არ ჩაიდენს?! - მიხეილ სააკაშვილი არა თუ დამნაშავე არ იყო, ის თანამედროვე, ქართულ სახელმწიფოს აშენებდა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, არასწორია, რომ კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა აგოს პასუხი.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, თუკი საზოგადოება კონკრეტული ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ასეთი მმართველი პოლიტიკური ძალა სხვა ძალით უნდა ჩანაცვლდეს.

„არ შეიძლება ყველაფრის ერთად აზელვა. ნებისმიერ ქვეყანაში - ამერიკაში, საქართველოში, შვეიცარიაში, ესპანეთში -არ არსებობს, რომ დანაშუალი არ მოხდეს. არ არსებობს, რომ არა მარტო რიგითმა მოქალაქემ არ ჩაიდინოს დანაშაული, არამედ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანმა არ ჩაიდინოს დანაშაული - პოლიციელი იქნება ეს, მაღალი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი. არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც არსებობდეს სტერილური ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს?! ვინც დანაშაულს ჩაიდენს, საქართველოში იქნება თუ შვეიცარიაში, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს. ხოლო თუ ხელისუფლებაში ბევრი დანაშაული ხდება და ხალხის უკმაყოფილება დიდია, იმ ხელისუფლებას გადაირჩევენ ხოლმე და მოიყვანენ ახალ ხელისუფლებას, თუმცა, ის დამნაშავე, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ხელისუფალი, რომელიც იმ დროს ქვეყანას მართავდა, ერთმანეთში კი არ უნდა ავზილოთ და კი არ უნდა ვთქვათ, იმის გამო, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, ქვეყნის პრემიერი ან პრეზიდენტი ამისთვის ციხეში უნდა იჯდეს - მიხეილ სააკაშვილი არა თუ დამნაშავე არ იყო, ის აშენებდა თანამედროვე, ქართულ სახელმწიფოს. დამნაშავეები სახელმწიფოს არ აშენებენ, დამნაშავეები სახელმწიფოს ანგრევენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, რაზეც ასევე პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ რადგან ექსპრეზიდენტი ვინმეს გადაცდომის შესახებ ინფორმირებული იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი სამართლებრივად.

"ყველა ადამიანი ტელევიზორით ადევნებდა თვალყურს, ვინც ან აქციის მონაწილე არ იყო, ან ვინც პოლიციელი არ იყო, რომელიც ამ აქციას შლიდა. დანარჩენები, ყველანი თვალს ვადევნებდით ტელევიზიით და რა არის ამაში გასაკვირი, გაუგებარია. [პრეზიდენტს] აბა რითი უნდა ედევნებინა თვალყური, იქ ხომ არ იყო პრეზიდენტი. ვინ თქვა, რომ არ ჰქონდა [სატელეფონო საუბარი]. რადგან ტელევიზორით ვადევნებდი თვალს, ეს ნიშნავს, ტელეფონით არ ველაპარაკებოდი ვინმეს?! - არ ნიშნავს. მე შეიძლება თვალს ვადევნებდე ტელევიზიით და ამ დროს, ვისაც მინდა იმას ვურეკავდე. ერთი მეორეს რატომ გამორიცხავს, არ მესმის. ვინმე საღადმყოფელს ჰგონია, რომ პოლიციური ოპერაციის დაგეგმვა პრეზიდენტის დონეზე ხდება?

ინფორმირებული, რა თქმა უნდა, იყო პრეზიდენტი. მერე რა, რომ ინფორმირებული იყო?! ამიტომ, იქ თუ ვიღაცამ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, რადგან ინფორმირებული იყო პრეზიდენტი, ის იყო დამნაშავე?! ამას ვამბობ, აზელვა ხდება ყველაფრის. როგორ არ იღებს პასუხისმგებლობას, კაცი გადადგა. აქ პრეზიდენტის გასამართლებაზე ლაპარაკობენ 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც თვალი არავისთვის არ ამოუთხრიათ და არავინ დაღუპულა, დღეს მერამდენე წელი გავიდა პოლიციელიც კი არ არის დასჯილი.

რომელი დიქტატორი იციან, რომელიც გადადგება ნებაყოფლობით თანამდებობიდან?! რომელი დიქტატორი იციან, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მიულოცავს ეგზიტპოლის შემდეგ და დატოვებს თანამდებობას?!“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა