ვლადიმერ პუტინი - უკრაინას სჭირდება ურთიერთობების დალაგება და თუკი ეს გამოუვა, საფრთხეებს არავინ გამოცდის - ვიმედოვნებ, „წითელი ხაზების“ გაჩენამდე საქმე არ მივა

საქმე არ არის ჯარების შეყვანაში - უკრაინას სჭირდება ურთიერთობების დალაგება და თუკი ეს გამოუვა, საფრთხეებს არავინ გამოცდის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„საქმე ჯარების შეყვანა - არშეყვანაში, ბრძოლასა და უბრძოლველობაში არ არის, არამედ საქმე ეხება ურთიერთობების გაუმჯობესებას - უფრო სამართლიანი მდგრადი განვითარების შექმნას და საერთაშორისო აქტივობებში ყველა მონაწილის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას. აი, თუკი აქეთკენ იქნება ჭეშმარიტი სწრაფვა, არავინ არავითარ საფრთხეებს არ განიცდის“ , - განაცხადა პუტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება არ მივა „წითელი ხაზების“ გაჩენამდე.

„თუკი უკრაინის ტერიტორიაზე წარმოიქმნება რაღაც დარტყმითი კომპლექსები, მოსკოვამდე მოღწევის დროით 7-10, ხოლო ჰიპიერხმოვანი იარაღით 5 წუთი, ჩვენ რა ვქნათ? მაშინ ჩვენ ვალდებული ვიქნებით რაღაც მსგავსი შევქმნათ მათთან მიმართებით, ვინც ჩვენ ასე გვემუქრება. წარმოგიდგენიათ? ჩვენ კი ამის გაკეთება უკვე ახლა შეგვიძლია. ჩვენ ახლა წარმატებით გამოვცადეთ და წლის დასაწყისიდან შეიარაღებაში გვექნება ახალი რაკეტები, რომელთა ფრენის დროს ასევე ხუთი წუთი იქნება მათთვის, ვინც ბრძანებებს გასცემს. აი, ეს, ასეთი საფრთხეების შექმნა ჩვენთვის არის „წითელი ხაზები“. ვიმედოვნებ, აქამდე საქმე არ მივა. ვიმედოვნებ, რომ საღი აზრის გრძნობა და საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობა მაინც გადაწონის“, - განაცხადა პუტინმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა