შარლ მიშელი - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მივესალმები ჩვენს დისკუსიებს ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიზნით", - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს