ბექა ფერაძე - შრომის ინსპექცია ხვალიდან აღსრულებას დაიწყებს რამდენად არის დანერგილი კოვიდ აპლიკაცია სხვადასხვა ობიექტზე - პირველი დღეები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ხვალიდან თუ რომელიმე ობიექტი „მწვანე ბარათების“ კონცეფციას არ დანერგავს სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2 000 ლარს.

ფერაძის განცხადებით, თუ რომელიმე ბიზნეს ობიექტის მხრიდან სისტემური იქნება დარღვევები, ან ესა თუ ის ობიექტი საერთოდ არ დანერგავს შესაბამის აპლიკაციას, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება გარკვეული დროით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.

„შრომის ინსპექცია ხვალიდან დაიწყებს აღსრულებას შესაბამისი კოვიდ აპლიკაცია რამდენად არის დანერგილი სხვადასხვა ობიექტზე. პირველი დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნეს ობიექტებს ასევე მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გადმოწერონ ის სერვისები, რაც გავრცელებულია მოქმედი კანონმდებლობით.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უწყებებთან ერთად აღვასრულებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე ობიექტი არ დანერგავს „მწვანე ბარათების“ კონცეფციას, პირველ ეტაპზე სანქცია გათვალისწინებული იქნება ინდ. მეწარმისთვის 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სანქცია გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობით. განმეორება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, როგორც ეს გათვალისწინებულია იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის.

ასევე მინდა ინფორმაცია მივაწოდო ბიზნეს ობიექტებს, რომ თუ სისტემური იქნება დარღვევები და საერთოდ არ დანერგავს ესა თუ ის ობიექტი შესაბამის აპლიკაციას, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება გარკვეულწილად, დროებით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა ამა თუ იმ ობიექტს.

მინდა ხაზი გავუსვა ასევე, რომ ეს არ არის სადამსჯელო. აღნიშნული აპლიკაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ერთის მხრივ მოქალაქეების დაცულობა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ ეკონომიკური მდგრადობა ბიზნესის ხანგრძლივი ოპერირებისთვის. ეს არის აპრობირებული და საკმაოდ კარგად დანერგილი მეთოდი ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებმაც პანდემიის მართვა აირჩიეს და სწორედ აღნიშნული აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთვევაში შესაძლებელი იქნება, რომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება არა შემზღუდველ ინიციატივებთან დაკავშირებით, არამედ აღნიშნული მეთოდით, ეფექტურად თანამედროვე მეთოდებით იმართოს პანდემია და გრძელვადიან პერსპექტივაში ამით, როგორც ეკონომიკური მდგრადობა, ასევე დასაქმების ადგილები იქნება შენარჩუნებული და რაც ყველაზე მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა“, - განაცხადა ფერაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა