ვლადიმერ პუტინი - მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი, გავაკეთებ თუ არა ამას, გადაწყვეტილება არ მიმიღია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამ დროისთვის არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, იყრის თუ არა კენჭს კიდევ ერთი ვადით.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფორუმზე „რუსეთი გიხმობს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კონსტიტუციის შესაბამისად, მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი. გავაკეთებ, თუ არა ამას, ამის შესახებ ჩემთვისაც არ მიმიღია გადაწყვეტილება“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 24 მარტს რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც ვლადიმერ პუტინს უფლებას ანიჭებს მეხუთე ვადით იყაროს კენჭი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა