ჯანმო „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, რეკომენდაციებით მიმართავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სანამ კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის შესახებ სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ის, კორონავირუსის მიმართ დაუცველმა ადამიანებმა, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის პირებმა, მოგზაურობა უნდა გადადონ.

„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ და დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ან თანმხლები დაავადებების მქონე პირები (მაგ. გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი) უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება ხდება“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია, „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში დაფიქსირება.

„ჯანმო ყურადღებით აკვირდება Omicron-ის ვარიანტის გავრცელებას და მიმდინარეობს კვლევები ამ მუტაციების შესახებ მეტის გასაგებად და მათი გავლენის შესახებ გადაცემაზე, ვირულენტობაზე, დიაგნოსტიკაზე, თერაპიულ საშუალებებსა და ვაქცინებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი