ლევან იოსელიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ - ჩემთვის მთავარია შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი ახალი, პატარა პარტიებისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ - ჩემთვის ყველაზე მთავარია შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი ახალი, პატარა პარტიებისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დაბალი ბარიერის გარეშე პარლამენტი იქნება ორპარტიული ან უკეთეს შემთხვევაში სამპარტიული.

„მე ვისურვებდი ჩვენ დაგვეწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდთან და გაგვერკვია, რა იგულისხმება იმ განცხადების უკან, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მნიშვნელოვანია, პატარა პარტიებისთვის შენარჩუნებული იყოს პატარა ბარიერი, რომ შემდგომ პარლამენტი დაკომპლექტდეს მრავალპარტიულად. ყველა სხვა საკითხი რაც იქნა ნახსენები, დათქმის ამოღება და ა.შ. ჩემი აზრით განხილული უნდა იყოს ისეთივე ფორმატში, როცა ჩვენ, ოპოზიცია ერთობლივად შევხვდით პირველი მოსმენის წინ "ქართულ ოცნებას" და ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში შევთანხმდით კონკრეტულ ვერსიაზე, რაც გავიდოდა პლენარულ სხდომაზე და ყველამ დავუჭირეთ მხარი. ეს პროცესი არის დასაწყები, რადგან ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის, მისი განცხადება ბევრმა სხვადასხვაგვარად გაიგო და ამას ყველაფერს სჭირდება შეხვედრა და განმარტება",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ფორმულირება "მომდევნო არჩევნები" პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს „პატარა საჩუქარი“ ოპოზიციისთვის.

„ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს