ლადო კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევისთვის სანქცია მოქალაქეებისთვის „პატარა ეკონომიკური ალიყურია“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დეპუტატ ლადო კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევისთვის სანქცია, მოქალაქეებისთვის პატარა ეკონომიკური ალიყურია, რომელსაც არ მიიღებენ, თუ წესს არ დაარღვევენ. ამის შესახებ მან ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლები ტაქსიში მოწევის აკრძალვაზე მსჯელობდნენ.

„2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დახურულ სივრცეში თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონი ამოქმედდა, თქვენ ვერ ნახავთ ვინმეს, ვინც დახურულ შენობაში თამბაქოს ეწევა. შიგნით გაუჯდა უკვე ადამიანს ეს. ქართველმა იგრძნო ეს პასუხისმგებლობა. თქვენ ვერ ნახავთ, რომ სამასპინძელო ბიზნესის რომელიმე ადგილას, სასტუმრო იქნება, რესტორანი, სადმე ვინმე ეწეოდეს და გახსოვთ, ხომ როგორი შემოტევა იყო, ბიზნესი ჩავარდებაო?! ტურისტები მადლობას გვეუბნებიან, სუფთა გარემოში ვართ ის პერიოდი, რაც თქვენთან ვართო. რამდენი გულსისხლძარღვთა სისტემა გადარჩა დაავადებას, რამდენი განმეორებითი ინფაქტი ავიცილეთ, ჰემორაგიული ინსულტი ავიცილეთ და ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი თანხმობის შედეგია.

წელიწადში მწეველთა რაოდენობა 1%-ით იკლებს, ეს მოკრძალებული ციფრია, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ერთმა ჩემმა ახლობელმა 360 ლარს ვხარჯავ თვეში თამბაქოზეო, ეს პენსიაზე მეტია. 360 ლარად ყიდულობს სიკვდილს. 360 ლარი რომ გადავანაწილოთ ხაჭოზე, C ვიტამინის შემცვლელ პროდუქტზე, ხორცზე, ხილზე. 360 ლარი ერთ ადამიანზე, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წინ წავა ჩვენი ჯანმრთელობა და როგორ სწორად? და გარდა ამისა, ის ფული გადავანაწილოთ დასვენებასა და სპორტულ გაჯანსაღებაზე. წარმოგიდგენიათ რამხელა რესურსი გვემატება? ის კარგი და საღი პროდუქტის რეკლამაში ჩაიდება. ცხოვრების ჯანსაღი წესის მოტივატორი გახდება. ეს ფული დაიხარჯება, იქნება ღირსეული ფული, არა მოკვდინებისთვის, ტყუილი შეთავაზების ფული, არამედ კარგი საქმისთვის. მეც ვეწეოდი, დიდ რაოდენობას, ერთ დღეში გადავაგდე, გონებით. ადრე ექიმი ვიყავი და რჩევას ვაძლევდი, ახლა როგორც კანონმდებელი ვეხმარები მწეველს გაადააგდოს თამბაქო. და სანქციაც არის პატარა ეკონომიკური ალიყური,“- განაცხადა ლადო კახაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა