მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას

თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას, თურქეთი მხარს უჭერს სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

კითხვაზე, რა აზრის არის იმ აგრესიაზე, რასაც რუსეთი ამჟამად უკრაინის მიმართ ახორციელებს, მევლუთ ჩავუშოღლუმ უპასუხა, რომ ის ესაუბრა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სერგეი ლავროვსა და დიმიტრი კულებას, პარასკევს კი თურქეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.

„ჩვენ კავშირში ვართ ორივე მხარესთან და მოვუწოდებთ სიმშვიდისა და დეესკალაციისკენ,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო