იენს სტოლტენბერგი - ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება - ასევე ერთგული ვრჩებით აღმოვუჩინოთ საქართველოს და უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა

უკრაინა და საქართველო ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში წვლილი შეაქვთ და ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიის გახსნაზე განაცხადა, რომელზედაც საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დიმიტრი კულება არიან მიწვეული.

„ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და ასევე ერთგული ვრჩებით აღმოვუჩინოთ საქართველოსა და უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა“, - აღნიშნა სტოლტემბერგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელში, ივნისში გამართულ სამიტზე ნატო-ს წევრებმა გამოხატეს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა