საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული 8 პირის ადვოკატი - ეს პროცესი შაბლონურია, მოსამართლეები არიან პოლიტიზირებულები და ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას

დღეს არანაირი კარგი მოლოდინი არ მაქვს, ეს პროცესი არის შაბლონური, მოსამართლეები არიან პოლიტიზირებულები და ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს, - ამის შესახებ 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკავებული 8 პირის ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებაში ჩანს, რომ აქტივისტები აბსოლუტურად მშვიდობიანად და უმოქმედოდ დგანან.

,,არანაირი კარგი მოლოდინი არ მაქვს, ამ დღეებში 46 აქტივისტიდან ყველა ცნეს სამართალდამრღვევად, ზოგიერთს პატიმრობაც შეეფარდა. დღეს არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ეს პროცესი არის შაბლონური, მოსამართლეები არიან პოლიტიზირებულები და ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთებს. ადვოკატები ვართ ფორმალური მხარე და ყველა მტკიცებულებაში ჩანს, რომ აბსოლიტურად მშვიდობიანად, უმოქმედოდ დგანან აქტივისტები”, - აღნიშნა დიანა მარტიაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს, რის გამოც 15 პირი დააკავეს. მათი უმეტესობა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების შესაბამისად დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა