გიორგი ნონიაშვილი - არაკვალიფიციური და მავნებელი ხელისუფლების შედეგებს ვიმკით „ინტერ რაოსთან“ მრავალმილიონიანი დავის წაგებისას

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, საქართველო „ინტერ რაოსთან“ მრავალმილიონიანი დავის წაგებისას არაკვალიფიციური და მავნებელი ხელისუფლების შედეგებს იმკის.

ამასთან, როგორც ნონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს უშუალოდ ადამინებისთვის ზარალს, რადგან სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს ათეულობით მილიონი, რომელიც შეიძლებოდა სულ სხვა პრიორიტეტებსა და მიზნებს მოხმარებოდა.

„ეს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა შედეგებს ვიმკით ამ ხელისუფლების პირობებში, იგივე ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბიზნეს ურთიერთობებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ეს უშუალოდ გულისხმობს ადამიანებისთვის ზარალს, იმიტომ რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადოს ათეულობით მილიონი, რომელიც შეიძლებოდა სულ სხვა პრიორიტეტებსა და მიზნებს მოხმარებოდა. ამავდროულად ამ სასამართლო დავაში მნიშვნელოვანია, რომ ეს არის შედეგი, მათ შორის, რაზეც დაობენ სინამდვილეში საქართველოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციისა, რამაც გამოიწვია შემდეგი დავები საქართველოსა და ინტერაოს შორის”, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა