უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და მისთვის მოტივაციის გაქრობას, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი

დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და მისთვის მოტივაციის გაქრობას, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, სამხედრო ოპერაცია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ რიგაში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს.

„ჩვენ მივაწვდით მოკავშირეებს უახლეს ინფორმაციას უკრაინის საზღვრების გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ, ასევე, რუსეთის მცდელობებზე, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინაში ქვეყნის შიგნიდან და ზეწოლა მოახდინოს ყველა მიმართულებიდან.

მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შეუერთდნენ უკრაინას შეკავების პაკეტის მიღებაში, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი არის პოლიტიკური გზავნილი და გულისხმობს მკაფიო კომუნიკაციას რუსეთთან იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება უკრაინაში მის პოტენციურ აგრესიულ ქმედებას მოჰყვეს. მეორე უნდა იყოს ეკონომიკური ზომების პაკეტი. სანქციები, რომლებსაც დაუწესებენ რუსეთს, თუ ის გადაწყვეტს მოქმედებას ყველაზე უარესი სცენარით და მესამე ელემენტი არის უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. პირველი და მესამე ელემენტი არის ყველაზე მეტად რელევანტური ნატო-სთვის, ალიანსის მანდატის გათვალისწინებით.

დარწმუნებული ვართ, რომ რთული ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, შევძლებთ პრეზიდენტ პუტინის შეკავებას და მისთვის მოტივაციის გაქრობას, რომ აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, რაც არის სამხედრო ოპერაცია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს