დიმიტრი კულება - ბელარუსის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს დააზარალებს

ბელარუსის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რიგაში ჟურნალისტებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განუცხადა.

„ჩვენ შევაფასებთ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ქმედებებს. თუ ბელარუსი ნამდვილად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას, ეს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს. ყირიმი არ არის ის საკითხი, სადაც ჩვენ თავს თავშეკავების უფლებას ვაძლევთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ყირიმში ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად აპირებს. მისი თქმით, ყირიმში ჩასვლა ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაზე მიანიშნებს.

ყირიმის ხელმძღვანელის სერგეი აქსენოვის განცხადებით, ბელარუსის ლიდერის ასეთი გადაწყვეტილება „სრულიად შეესაბამება რუსეთისა და ბელარუსის ხალხებს შორის არსებულ ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას“.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს