უილიამ კორტნი - ნატო-სთვის, შესაძლოა, გონივრული იყოს, ხაზი გაუსვას საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, ვიდრე 2008 წლის ბუდაპეშტის დაპირებას, რომელიც შესაძლოა, მალე არ მოხდეს

ნატო-სთვის და მისი წევრებისთვის შესაძლოა, გონივრული იყოს, ხაზი გაუსვან საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი, სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ წერს, რითაც ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს 2008 წლის ბუქარესტი სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას.

„შესაძლოა, ნატო-სთვის და მისი წევრებისთვის გონივრული იყოს, ხაზი გაუსვან საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, ვიდრე 2008 წლის ბუდაპეშტის დაპირებას, რომლის განხორციელებაც, შესაძლოა, მალე არ მოხდეს,“ – წერს უილიამ კორტნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო