რუსული მედია - „ინტერ-რაომ“ საქართველოს ხელისუფლებას სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო - ქართულ მხარეს 80 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსულმა კომპანია „ინტერ-რაომ“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში დავა მოუგო.

მათივე ინფორმაციით, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეს რუსული მხარის სასარგებლოდ არანაკლებ 80 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. სარჩელი „ინტერ-რაოს“ შვილობილმა კომპანიებმა შეიტანეს და ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან 125 მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ.

რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, სარჩელში საუბარია, რომ 2014 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის გადახედვის შესახებ, რომელიც არ მოიცავდა ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიას. ეს ყველაფერი კი, „ინტერ-რაოს“ მტკიცებით, 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო