თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. „თიბისის“ ცნობით, კინოფესტივალი 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.

მათი ინფორმაციით, ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვება 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.

„დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ ფესტივალის პრიზი- ოქროს პრომეთე.

საერთაშორისო ჟიურის წევრები - იაელ ფოჟიე ( ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი) არიან. ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს და გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:

9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

9 დოკუმენტური ფილმი

18 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს, 60 - მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:

ევროპული კინოს ფორუმი

ჰორიზონტები

ამერიკები

"დამზადებულია გერმანიაში"

ამბოხი კინოში

სპეციალური ჩვენებები

აპოლო: კინომეხსიერება

ანიეს ვარდას რეტროსპექტივა

მასტერკლასები

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს, სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე.

ჩვენებები გაიმართება კინოთატრ „ამირანში“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტრო, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.

თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორები არიან - „თიბისი“ კონცეპტი, სასტუმრო ROOMS, VISMINO და BORJOMI“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა