ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც მოსკოვში 3 წელზე მეტ ხანს იმყოფებიან, ქვეყანა 31 იანვრამდე უნდა დატოვონ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ 27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახები აშშ-დან გააძევეს და მათ ქვეყანა 2022 წლის 30 იანვრამდე უნდა დატოვონ.

"ამერიკის მოთხოვნას გაძევებად მივიჩნევთ და ვაპირებთ შესაბამის რეაგირებას. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან მოსკოვში, რუსეთი 2022 წლის 31 იანვრამდე უნდა დატოვონ", - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ეს არ არის რუსეთის არჩევანი და რომ “მსგავსი თამაში შეერთებულმა შტატებმა დააწესა.”

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან