სლოვაკეთის საგარეო მინისტრი - აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა უნდა მოგვცეს მოტივაცია, მეტი გავაკეთოთ უკრაინისა და საქართველოსთვის

სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ასპირანტი ქვეყნებისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის მეტი უნდა გააკეთონ.

„ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა უნდა მოგვცეს მოტივაცია, მეტი გავაკეთოთ ჩვენი ასპირანტი ქვეყნებისთვის უკრაინისა და საქართველოსთვის. სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება,“- წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა