ბესიკ თამლიანი - ჯიხურზე ასვლა ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო იძულებული მოქმედება - ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ აწია დროშა რაიხსტაგზე

29 ნოემბერი არ იყო რიგითი თარიღი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებდნენ და ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის იყო პროტესტის საგანი. ჩემი იქ მისვლა იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, სხვა მიზანი არ მქონია, - ამის შესახებ 29 ნოემბერს დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ბესიკ თამლიანის განცხადებით, მისი ჯიხურზე ასვლა იძულებული მოქმედება იყო და "ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე დროშა ასწია”, შესაბამისად ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მისივე თქმით, სამართალდამცველი ძირს უსაფრთხოების მიზნით დააწვინა და მისთვის ხელი არ დაურტყამს.

„მოხდა გარკვეული უმსგავსობა, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენის იმედი მაქვს. მე ავძვერი და ავწიე დროშა ამ ჯიხურზე, როგორც ჩანს ეს ყველაფერი აღმოჩნდა მიუღებელი სამართალდამცველებისთვის. სავარაუდოდ, ეს იყო ბრძანება, როდესაც გადაწყვიტეს ჩემი ჩამოყვანა, ჩემს უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. როდესაც ჩემგან მიიღეს უარი ჩამოსვლაზე, გადავიდნენ აქტიურ ფაზაზე და დამიწყეს ფეხზე ჯაჯგური.

სამართალდამცველებს უნდა გაეთვალისწინებინათ სავარაუდო საფრთხე, უსაფრთხოება უნდა გაეთვალისწინებინათ და პირიქით, საფრთხე გაზარდეს. არ არსებობს მტკიცებულება სადაც ვამბობ, რომ მას გადავაგდებ, ვეუბნები, რომ „გადამყვები”, თავად სამართალდამცველი იგინებოდა ჩემი მიმართულებით. დამიმტკიცეთ, რომ ეს გინება არ ყოფილა პირდაპირი მუქარა. ჯიხურზე ასვლა თავიდან ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო ჩემი, იძულებული მოქმედება. ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ აწია დროშა რაიხსტაგზე. ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, გავშალე დროშები და დავიწყე საქართველოს ჰიმნის სიმღერა. იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველები ამყოლოდნენ, დაიწყეს ჩვენსკენ წამოსვლა.

მისი და ჩემი უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველი დავაწვინე, რომ არ ვმდგარიყავით ფეხზე. ოთხი ადამიანი უნდა ვყოფილიყავით ერთ სახურავზე, არ ვიცი რომელი უსაფრთხოების იდეით ამოვიდნენ. მე მისთვის ხელი არ დამირტყამს, თავად ვიცავდი უსაფრთხოების საკითხს, რომ არავინ დაზიანებულიყო. გამორიცხეთ, რომ მისთვის ხელი დამერტყა”, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა