იენს სტოლტენბერგი - მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ - რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები გახდნენ

საქართველო და უკრაინა ნატოს ხანგრძლივი და ახლო პარტნიორები არიან, რომლებმაც ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში წვლილი შეიტანეს და ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ერთგული რჩება.

„მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ვიცავთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენი მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ და უკრაინამ რეფორმების განხორციელების პროცესი განაგრძონ.

„ჩვენ უკვე ვაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს დაიცვან თავიანთი თავი ერთობლივი წვრთნებით, საზღვაო მხარდაჭერის უზრუნველყოფითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების განხორციელების კუთხით წინსვლის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაციის გაგრძელების მნიშვნელობა. ეს რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები და მტკიცე გახდნენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!