აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 795 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1 795 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 590 113 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 556 716 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 884 კი - გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 46%-ზე მეტია აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო