ვლადიმერ პუტინი - აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგისას მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომელიც გამორიცხავს ნატოს შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთისკენ და უშუალოდ რუსეთის სიახლოვეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-სთან და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან სურს კონკრეტული შეთანხმებები ქაღალდზე, რომლებიც გულისხმობს, რომ ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით.

ამის შესახებ კრემლის ლიდერმა 20 ქვეყნის ელჩებისგან რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ის მთავარ მიზანს ხედავს რუსეთისთვის „უსაფრთხოების სანდო და გრძელვადიანი გარანტიების“ მიწოდებაში.

„ამერიკასთან და მის მოკავშირეებთან დიალოგისას დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომელიც გამორიცხავს ნატოს ნებისმიერ შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთისკენ და უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს, ჩვენთვის საფრთხის შემცველი იარაღის განთავსებას. ვთავაზობთ საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყებას ამ საკითხზე. განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს: ჩვენ გვჭირდება უშუალოდ სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები, რადგან დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს ნაკისრი ზეპირი ვალდებულებები, იგნორირება მოახდინეს რუსეთის შეშფოთებისა და კვლავაც განაგრძობენ ამას. ჩვენ განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვთ. გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის, ისე ყველა ჩრდილოატლანტიკური სახელმწიფოების ინტერესებს. წყნარი, სტაბილური ვითარება ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასეთი ვითარება სჭირდება ყველას, გამონაკლისის გარეშე“, - განაცხადა პუტინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს