ნიკა გვარამია - ახლაც მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება მესამე პრეზიდენტი, სირცხვილია - მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე

ახლაც მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ქვეყნის ისტორიული სირცხვილია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მედიას განუცხადა.

„აგერ მაცვია ერთ-ერთი პიჯაკი სააკაშვილის. "პიჯაკების საქმე" იმიტომ ჰქვია ამ საქმეს, რომ პიჯაკები არის ყველაზე სიმბოლური, არამხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილი პიჯაკების ნაწილშია მართალი, არა ყველაფერთან დაკავშირებით არის პასუხები, რომელსაც ხვალ მოისმენთ. აი, ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, სირცხვილია, ქვეყნის ისტორიული სირცხვილია“,- განაცხადა გვარამიამ.

როგორც ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობის სისუსტისა მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე და ისაუბროს ბრალდებაზე.

ამასთან, გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ სთხოვა მხარდამჭერებს მისი პროცესის მიმდინარეობისას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრება.

„გავიარეთ საქმის დეტალები, მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა რომ წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე და ისაუბროს ამ ბრალდებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, ის ამჯერადაც ღირსეულად წარსდგება ხალხის წინაშე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურად და მორალურად ეხმარება, ამიტომ ყველას სთხოვა, ვინც მას გულშემატკივრობს, რომ ხვალ სასამართლოსთან შეიკრიბონ“, - განაცხადა გვარამიამ. როგორც გვარამიამ განაცხადა, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლოზე არგადაყვანის საფუძველი არ გააჩნია. „ჯანმრთელობას თუ იტყვიან, მაშინ უნდა გვითხრან, რის საფუძველზე ხდება დამძიმება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, წინა ჯერზე ეს მოხერხდა და შესაბამისად, ხვალაც უნდა მოხერხდეს“, - განაცხადა გვარამიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა