კახა ქემოკლიძე - გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა -  უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს, როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქემოკლიძე განმარტავს, პარტია „საქართველოსთვის“ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ საბოლოო დამარცხებისთვის ემზადება.

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები გვიახლოვდება, შესაბამისად ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ის დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომლის თანახმად, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს - როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი, ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში”, - აცხადებს ქემოკლიძე.

მისივე თქმით, პარტია შეტევისთვის ემზადება.

„ჩვენ ვემზადებით ყოველთვის შეტევისთვის, რადგან პოლიტიკური პროცესები შეტევების მომზადებას გვავალდებულებს. პროცესი ისე მიდის, რომ საქართველო ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამის ნათელი დადასტურებაა. ერთ-ერთია კოვიდი - დღეში 70 ადამიანი კვდება. გიორგი გახარიამ პრემიერობისას კოვიდთან ბრძოლა რომ დაიწყო, ეს ბრძოლა იყო ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და საერთაშორისო სამედიცინო პერსონალის, მეცნიერ მუშაკების და პოლიტიკური ლიდერების მიერ აღიარებული. ამ კაცმა შეძლო ის, რაც სრულიად საქართველოს მთავრობამ დღეის მოცემულობით, ვერ შეძლო. დღეს, პრაქტიკულად გვაქვს „მიშვება“ ხელისუფლების მხრიდან და 70 ადამიანი კვდება. 12 000 ადამიანი არის გარდაცვლილი. კოვიდთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გამოჩნდა, რა იყო სწორი მენეჯმენტი, რამდენი ადამიანი გადარჩა და რამდენი დაიღუპა ახლა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძემ საკრებულოების დონეზე პარტიის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებისთვის კრიზისული სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროების შემთხევაში „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებს.

„ბურთი მეორე შეთავაზებიდან გამომდინარე არის ორივე პარტიის მოედანზე. ჩვენ ველოდებით მათ რეაქციასა და ქმედებას და როდესაც ჩვენ მას დავინახავთ, დავიგეგმებით ფაზა #3-ზე. სისტემურ დონეზე არც ერთთან არ ვაპირებთ შეთანხმებას. იდეურ დონეზე განსხვავებულად ვაზროვნებთ. ჩემი აზრით, ბევრად უფრო სახელმწიფოებრივად ვიდრე ერთი და მეორე. მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი მოსახლეობის კრიზისების არ შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ერთთანაც და მეორესთანაც თანამშრომლობა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა