აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფიცირებული მოქალაქე აშშ-ში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა. ის სრულად ვაქცინირებული იყო.

აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ დაინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და თვითიზოლაციაში იმყოფება.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ავიაკომპანიებს სამხრეთ აფრიკის რეგინის იმ ნაწილებიდან ჩასული მგზავრების სია მოსთხოვა, სადაც „ომიკრონ“ ვარიანტია გავრცელებული.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო