ურსულა ფონ დერ ლაიენი -  მიზანშეწონილია, ევროკავშირის ფარგლებში სავალდებულო ვაქცინაციაზე ვიმსჯელოთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ევროპის მოსახლეობის მესამედი არ არის აცრილი. ეს არის 150 მილიონი ადამიანი. ეს ბევრია. გასაგებია და მიზანშეწონილია ვიმსჯელოთ - როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ სავალდებულო ვაქცინაციაზე ევროკავშირის ფარგლებში. ამას სჭირდება დისკუსია, საერთო მიდგომა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მსჯელობა, რომელიც უნდა წარიმართოს,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, "უაღრესად გადამდები" ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს