კიევში ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის წინააღმდეგ და მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

დემონსტრანტები ჯერ მაიდანზე შეიკრიბნენ. შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რადას შენობებთან გადაინაცვლეს. მსვლელობისას მომიტინგეები სკანდირებდნენ: "ზელენსკი - წადი!". მათ ეჭირათ უკრაინის დროშები, პარტიებისა და ორგანიზაციების დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით : "გაეთრიე აქედან", "უკრაინა არ მოითმენს ღალატს".

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გათავისუფლებას.

აქციაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო:კიევში, ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს