კიმ ჩენ ინი - მომდევნო წლიდან ეკონომიკის გაძლიერებისთვის „გიგანტური ბრძოლა“ დაიწყება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მომდევნო წლიდან ეკონომიკის გაძლიერებისთვის „გიგანტური ბრძოლა“ დაიწყება.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ სფეროებს დაეთმობა, როგორებიცაა თავდაცვა, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები ჯერ კიდევ იგრძნობა, თუმცა მის პარტიას შემოშავებული აქვს ჩრდილოეთ კორეის განვითარების 5-წლიანი გეგმა.

„ძალიან დამაიმედებელია, რომ პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და ეროვნული თავდაცვის სფეროში, რაც დასტურდება სახელმწიფო ეკონომიკის სტაბილური მენეჯმენტით და დიდი წარმატებებით, რომლებიც მიღწეულია სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში. მომდევნო წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გიგანტური ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა მან.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს