ალეკ ბოლდუინი - ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს, არასდროს, არავისკენ მივმართავდი იარაღს

ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი აცხადებს, რომ გადასაღებ მოედანზე იარაღის სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს.

„ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არასდროს არავისკენ მივმართავდი იარაღს და ჩახმახს არ გამოვკრავდი, არასოდეს“, - განაცხადა ბოლდუინმა ABC-სთან ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტიც დღეს გამოქვეყნდა.

ინტერვიუს დროს, რომლის სრული ვერსია მოგვიანებით გავრცელდება, ალეკ ბოლდუინი ძალიან ემოციურად საუბრობს და ტირის.

შეგახსენებთ, გასულ თვეში აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:ალეკ ბოლდუინი - ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს, არასდროს, არავისკენ მივმართავდი იარაღს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა