გაერთიანებულ სამეფოში, ქარიშხალ „არვენის“ გამო, 30 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ინგლისსა და შოტლანდიაში, ქარიშხალ „არვენის“ გამო, 30 000-მდე ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ბიზნესის საკითხებში კვასი კვარტენგმა პარლამენტს განუცხადა, რომ თითქმის 1 მილიონ ადამიანს, ანუ დაზარალებულთა დაახლოებით 95%-ს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ათასობით აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება.

ქარიშხალ „არვენი“ გაერთიანებულ სამეფოს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიამ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიას გაერთიანებულ სამეფოში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს