ნიკა გვარამია - „ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც, ამიტომ მირჩევნია, სააკაშვილმა ისაუბროს ამ სამარცხვინო ბრალზე და მიმართოს საზოგადოებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სჯობს დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა „სამარცხვინო ბრალზე ისაუბროს და მიმართოს ქართულ საზოგადოებას“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ მან მირჩევნია ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები,“ - განაცხადა ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა