რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის სამი თანამშრომელი დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორი აგროვებდა ინფორმაციას სტრატეგიული ობიექტების შესახებ, ხოლო მესამე ტერაქტს ამზადებდა.

„უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკი, რომელიც გამოაგზავნეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის განსახორციელებლად“, - ნათქვამია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაკავებული ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას გეგმავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა