მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სხდომაზე პროკურორის განცხადების ჩანაწერი ჩართო.

რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“.

ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა.

„ვფიქრობ, ეს განცხადებები ბრალდებას არ შეეხება, პოლიტიკური შინაარსისაა, ვინაიდან ხდება პოლიტიკურ კონტექსტში შეფასება და აქედან გამომდინარე გადადის საქმის მასალებზე, ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც ბრალდების მხარეს, კონკრეტულად მუჯირს, არ გააჩნია და ამიტომ ვითხოვ აღნიშნული პროცესიდან მის აცილებას“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება.

ცნობისთვის, საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა