რუსეთში კორონავირუსის 33 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1221 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 33 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 703 107 -მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1221 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 277 640 შეადგინა. პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 8.4 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს