ლადო კახაძე - თუ არ ავიცრებით, არც ეს 9 100 საწოლი გვეყოფა - თუ გონს არ მოვალთ და არ ავიცრებით, საკუთარ სახლში საწოლები არ გვეყოფა!

თუ არ ავიცრებით, არც ეს 9 100 საწოლი გვეყოფა - თუ გონს არ მოვალთ და არ ავიცრებით, საკუთარ სახლში საწოლები არ გვეყოფა! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ გააკეთა.

ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მოსახლეობას მიმართა, დადგნენ არა ვირუსის მხარეს, არამედ გონიერების მხარეს, გადარჩენის მხარეს და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის მხარეს.

“ჯანდაცვის სექტორში 4 500 საწოლი იყო მობილიზებული და ახლა მობილიზებულია 9 100 საწოლი. სრულად არის მობილიზებული სახელმწიფო სტრუქტურები ინფრასტრუქტურით, ამცრელი ბრიგადებით, ასაცრელი მასალით, წახალისების ყველანაირი ფორმით, სატელევიზიო მოწოდებებით, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, გაბრაზებითაც და დაყვავებითაც. მოგიწოდებთ გონიერებისკენ - ამის მერე, ვინც არ უნდა გაილანძღოს და რა სიტყვებიც არ უნდა დაწეროთ, მე მზად ვარ ყველა თქვენი სიტყვა მოვისმინო. მოვისმინო ყველა თქვენი კუთხევა და წყევლა - მე ის არაფერს მავნებს და არც ერთი თქვენი წყევლა ჩემზე არ მოქმედებს. მოგიწოდებთ აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება! აიცერით, თორემ ხარჯს ვერ აუვალთ! აიცერით, თორემ საწოლები არ გვეყოფა! აიცერით, თორემ პარლამენტის სხდომები დათმობილი ექნება ერთმანეთთან კინკლაობას და საქმე ბოლომდე წარმატებული არ იქნება. დარწმუნებული ვარ, გონიერი მოსახლეობის გონიერ და პრაგმატულ გადაწყვეტილებაში. ერთი მტერი გვყავს - ესა არის ვირუსი და ვირუსის მხარეს ნუ დადგებით!“, - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დღეს სესიაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომლის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს 376 მლნ. ლარი ემატება და უწყების ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება. დაფინასების ზრდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებით არის გამოწვეული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა