კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე - რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება

ძალიან იმედის გამაცრუებელია ის, რომ პარლამენტმა გააგრძელა [მოსამართლეების დანიშვნის] პროცესი. რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელების ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ამ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ.

„რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელების ვალდებულება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყნის წინაშე ამდენი სხვა გამოწვევა უგულებელყოფილ იქნა. რა საჭირო იყო ამ დანიშვნის პროცესის სხვა ბევრ პრიორიტეტზე წინ დაყენება, რომელიც ამ ქვეყანაშია. ეს ძალიან დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ახლა გვყავს კიდევ 4 მოსამართლე, რომელიც დაინიშნა არაგამჭვირვალე პროცესის საშუალებით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ამ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ. სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელიც განხილულ იქნა მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, იყო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ქართველ მოქალაქეებს ჰქონოდეთ ნდობა, რომ სასამართლოს მოსამართლეები არიან კვალიფიციურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ მალე ეს მოხდება იმ სასამართლო რეფორმის საშუალებით, რის განხორციელებაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ,“- აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა