ირაკლი კობახიძე - ადამიანების ცხედრები „ბუტკებზე“ დააწყვეს, ამის ლიდერი და შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლიანი რეჟიმის მთავარი ხელმძღვანელი

გახსოვთ, შოთა უდიაშვილის მონაწილეობით, დააწყვეს ადამიანების ცხედრები „ბუტკებზე“, რისი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის თქმითაც, ერთადერთი ბრძანება, რომელიც 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს გასცა, ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სინამდვილეში უმძიმესი ოპერაცია ჩატარდა, რასაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი.

„ეს არის ტყუილების კასკადი, სინამდვილეში ჩატარდა უმძიმესი ოპერაცია, რასაც მოყვა ადამიანური მსხვერპლი. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არა მარტო დაიღუპა, გახსოვთ, შოთა უდიაშვილის მონაწილეობით დააწყვეს ადამიანების ცხედრები ბუტკებზე - ეს იყო რეალობა და ამის ლიდერი და შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლიანი რეჟიმის მთავარი ხელმძღვანელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს