ენტონი ბლინკენი - რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში

რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სტოკჰოლმში, ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში.

„სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ჰელსინკის პრინციპების დარღვევას. ვხედავთ მტკიცებულებას, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას და მოვუწოდებთ მას, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განმუხტოს სიტუაცია და დააბრუნოს ძალები ჩვეულ პოზიციებზე და შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაუშვას ეუთოს დამკვირვებლები.

რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მძიმე შეიარაღების გაყვანა - არ სრულდება რუსეთის მიერ, ეუთოს დამკვირვებლების დაშვება - არ სრულდება რუსეთის მიერ, სოციალ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა - არ სრულდება რუსეთის მიერ. თუკი ჩვენი რუსი და უკრაინელი მეგობრები მზად არიან, შეასრულონ მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ სრულად დავუჭერთ ამას მხარს და ეს იქნება საუკეთესო გზა უკრაინაში ახალი კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში“, - აღნიშნა ბლინკენმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს