ხორვატიის საგარეო მინისტრი - გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა

გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი, - ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ-რადმანმა ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა და ეთნიკური დისკრიმინაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეუთო-ს ვალდებულებასთან წინააღმდეგობაშია. ჩვენ მოვუწოდებთ გაორმაგდეს ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით და ხუთს პლუს ორის ფორმატში მოლდოვასთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა