ანონსი 3 დეკემბერი

3 დეკემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, ევროპის ბიზნეს ასოციაცია, შვედეთის, ევროკავშირის, ebrd-სა და კომპანიების „ნეირონი“ და „NVIDIA“ ერთად ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სტრატეგიის საჭიროების შესახებ კონფერენციას გამართავს, რომელშიც ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები და ექაპერტები მიიღებენ მონაწილეობას.

საკონტაქტო: ნინი უშიკიშვილი - 557519577

3 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და პარტიის საკრებულოს წევრი ალექსანდრე რატიშვილი ბრიფინგს გამართავენ.

მის: თავისუფლების 32 ( თბილისის საკრებულო) .

საკონტაქტო: 599437403

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, Future Agro Challenge Georgia გაიმართება.

მის: ინოვაციების ქ. 7, ოქროყანა (ტექნოპარკი).

საკონტაქტო: 599 71 21 31

3 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: "რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი გაზარდა, გეგმავს კვოტირების შემოღებასაც - როგორ აისახება აღნიშნული ქართულ ბაზარზე. რა მდგომარეობაა ქვეყანაში მარაგების მხრივ. რა ელის პურის ფასს."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 დეკემბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა:"პურის ფასის საკითხი-მოხერხდება , თუ არა ფასის შენარჩუნება ზამთრის სეზონზე. "

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 დეკემბერს, 11:20 საათზე , საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრი მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო - რუსულ „ინტერ რაოს“ ქვაყნის ბიუჯეტმა 80 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. სისტემური ენერგოინფრასტრუქტურის ნაციონალიზაციის მოთხოვნა.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

3 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

3 დეკემბერს, 11:45 საათზე, ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ე.წ. სამხრეთ აფრიკური ვირუსის გავრცელება და საქართველოში არსებული ურთლესი ვითარება; პოსტ-კოვიდური სინდრომი, რომელიც მასშტაბური აღმოჩნდა.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს მეშვიდე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების #2

3 დეკემბერს, 12:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მეტრომდე მსვლელობა გაიმართება.

საკონტაქტო: ანა ასტვაცატურიანი- 598 639 361

3 დეკემბერს, 12:30 საათზე, ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ლატარეას ადვოკატები, გიორგი ლაღიძე და სოსო კორკელია ბრიფინგს გამართავენ და საქმეში არსებულ დარღვევებსა და უზუსტობებზე ისაუბრებენ.

მის: გურამიშვილის 78 ტელეკომპანია ახალის მედიაცენტრი

საკონტაქტო: 593 11 11 98

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, "სასტუმრო ბილტმორ საქართველოში“, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის" გაიმართება .

3 დეკემბერს, 17:00 საათზე, „სასტუმრო ბილტმორ საქართველოში“, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის" გაიმართება .

შეხვედრას გახსნის - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებიან: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, მარეგულირებელი უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საკონტაქტო: 577 25 55 15

საკონტაქტო: 577 25 55 15

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს