სერგეი ლავროვი - ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება, ცეცხლთან თამაშია.

ამის შესახებ ლავროვმა სტოკჰოლმში, ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე განაცხადა.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები - ეს არის ნაღმი, რომელიც ჩადებულია ევროპული უსაფრთხოების საძირკველში. ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც სააკაშვილმა, რომელიც ნატოს პერსპექტივისგან ეიფორიაში იყო, ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა. ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ გააჩნიათ უფლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია - ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია არ გააცნობიერონ ეს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევა მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად, ნატოს ჯარების განთავსება უშუალო სიახლოვეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან, კატეგორიულად მიუღებელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს