გიული ალასანია - მთელ საზოგადოებას ეხება - სააკაშვილი იმიტომ უნდა გამოიხსნან, რომ არსებობს კონკრეტული შედეგები, რომელიც გვქონდა და ეს არ იყო მხოლოდ 9 წელი

მე ასე არ ვფიქრობ, ეს მთელ საზოგადოებას ეხება, - ასე უპასუხა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ შეკითხვას, თუ რას ფიქრობს ცალკეული ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის „ნაციონალური მოძრაობის“ საბრძოლველი საკითხი და არა მთელი ოპოზიციური სპექტრის.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოყვანის საკითხი ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მთელ საზოგადოებას.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობის შედეგს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი წარმოადგენს, არამედ ეს საქმიანობა მან 1995 წელს დაიწყო.

„ილუზია სასამართლოსთან დაკავშირებით, არ მაქვს. სამწუხაროდ, ძალა წყვეტს ამ სახელმწიფოში ყველაფერს, თუ კიდევ არსებობს სახელმწიფო. დღეს ძალა არის უმცირესობის ხელში და ამიტომ, დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, მაქვს იმედი იმისა, რომ საზოგადოებაში მაინც არის ჯანსაღი ძალები, არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ კიდევ ლოგიკური მსჯელობის შედარების შესაძლებლობა.

მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მათი ყოველდღიური საქმიანობა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე აქციის მოწმეები გავხდით, რომელიც ამ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული”, - განაცხადა მან.

კითხვაზე, რას ფიქრობს ცალკეული ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის „ნაციონალური მოძრაობის“ საბრძოლველი საკითხი და არა მთელი ოპოზიციური სპექტრის, ალასანიამ განაცხადა, რომ ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხი მთელ საზოგადოებას ეხება.

„ მე ასე არ ვფიქრობ, ეს მთელ საზოგადოებას ეხება. უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ არის. მე ვერცერთი პარტიის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, ყველას თავისი გზა და გადაწყვეტილება აქვს. ვნახოთ, მე მაინც მთელ საზოგადოებას ვგულისხმობ და არა მარტო იმ ადამიანებს, ვინც გაერთიანებული არიან პარტიებში. იმიტომ უნდა გამოიხსნან, რომ არსებობს ციფრები, კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ გვქონდა და ეს არ იყო მხოლოდ 9 წელი, ეს იყო 18 წელი მისი საქმიანობის, რომელიც 1995 წელს დაიწყო“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან