ბელარუსის საგარეო უწყება - დაწესებული სანქციების საპასუხოდ მკაცრ, თუმცა ადეკვატურ ზომებს მივიღებთ

მინსკი ახალი სანქციების საპასუხოდ მკაცრს, მაგრამ ადეკვატურ ზომებს მიიღებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„სანქციების მავნე ბუნება და უსარგებლობა დიდი ხანია ნათელია ყველა გონიერი ადამიანისთვის, ისევე როგორც მათი უარყოფითი გავლენა ორივე მხარეზე. დაწესებული სანქციების საპასუხოდ მკაცრ, თუმცა ადეკვატურ ზომებს მივიღებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინსკის მტკიცებით, სანქციების დაწესების პროცესი საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

"ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ევროკავშირია, რომელმაც სანქციებისა და აგრესიის სპირალი წამოიწყო. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ევროპელ პოლიტიკოსებს, გონს მოეგონ", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა გუშინევროკავშირმა, გაერთიანებულ სამეფომ, აშშ-მ და კანადამ ბელარუსს სანქციები კოორდინირებულად დაუწესეს. დასავლეთის ქვეყნებმა მინსკს მიგრაციის ორგანიზების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს