ჟაირ ბოლსონარუ რუსეთში ჩადის

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მომავალი წლის პირველ კვარტალში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბოლსონარუმ თავად განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

„პრეზიდენტმა პუტინმა მიგვიწვია რუსეთში. მიწვევა მიღებულია. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია. ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის", - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთში მასთან ერთად მინისტრების დელეგაციაც გაემგზავრება.

„რუსეთი დაინტერესებულია ბრაზილიით. ჩვენ გავაღრმავებთ ურთიერთობებს რუსეთთან,“- აღნიშნა ბოლსონარუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო