Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო.

მისი თქმით, ამის მიზეზი ვირუსის წინააღმდეგ მოქალაქეების მაქსიმალური დაცვაა და ვაქცინაციას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ალბერტ ბურლამ BBC-ისთან ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ვაქცინა, რომელიც „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია და ახლა კომპანია მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც, სავარაუდოდ 100 დღეში იქნება მზად.

„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი გადავარჩინეთ. ვაქცინის მიღების გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, ეს გავლენას მოახდენს სხვების ჯანმრთელობაზეც და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ასე რომ, გამოიჩინე გამბედაობა, დაძლიო შიშები და მოიქეცით სწორად“, - განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო: Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო