მარკ მილი - აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები სასწორზე აღმოჩნდება, თუკი რუსები უკრაინაში ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას განახორციელებენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, არმიის გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს.

„ვერ გეტყვით, რას ვაკვირდებით ან რა ინდიკატორები თუ გაფრთხილებები არსებობს დაზვერვის თვალსაზრისით, მაგრამ ყველა მათგანს თვალყურს ვადევნებთ და საკმარისია იმისთვის, რომ შეშფოთება გამოიწვიოს,“ - აღნიშნა მარკ მილიმ.

მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია ვაშინგტონისა და ნატო-სთვის.

„აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები სასწორზე აღმოჩნდება, თუკი რუსები ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას განახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებულია 1991 წლიდან“, - განაცხადა მარკ მილიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა მათ საზღვართან 90 000-ზე მეტი ჯარისკაცის კონცენტრაცია მოახდინა. დასავლეთი შიშობს, რომ, მოსკოვი კიევის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას გეგმავს, რუსეთი კი ირწმუნება, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ვინმეზე თავდასხმას აპირებს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა