არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო

თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო - ერთპარტიული მმართველობის და ძალაუფლების მაგალითი უახლოეს ისტორიაში სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“, - ასე პასუხობს ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს, რომელმაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ “როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს - ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს, უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს პარლამენტი არის მრავალპარტიული წარმომადგენლობით, ახალ ოპოზიციურ პარტიებს აქვს სახელმწიფო დაფინანსება და სრული წვდომა მედიაზე.

“როდესაც მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, სწორედ “ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ისეთი პოლიტიკური სისტემა და პირობები დემოკრატიისათვის, როცა მრავალფეროვნება არის პარლამენტშიც, მედიაშიც და ბიზნესშიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა