მამუკა მდინარაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - ჩვენც დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ რადგან იურისტი ვარ, კონსტიტუციურ სამართალში არ ვცდილობ ირაკლი კობახიძეს ვეკამათო

ჩვენც დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ რადგან იურისტი ვარ, კონსტიტუციურ სამართალში არ ვცდილობ მაინც და მაინც ირაკლი კობახიძეს ვეკამათო,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ კონსტიტუციურ სამართალში მასაც აქვს გამოცდილება.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადება ელჩისთვის კომპეტენციის დაწუნება არ იყო.

„კომპეტენციის დაწუნება არ არის, დიახ, ირაკლი არის კონსტიტუციონალისტი, მაღალი რანგის ექსპერტი ამ სფეროში და იურისტებზე კარგად იცის ევროპული ქვეყნების გამოცდილება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, თავის დროზე 2 %-იანი ბარიერის მხარდაჭერა იყო კომპრომისული ნაბიჯი, თუმცა, მეორე მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ დაუნახავთ, ამიტომ ახლა კომპრომისზე საუბარი გვერდით უნდა გადადონ და იმსჯელონ იმაზე, თუ რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი. მდინარაძე მიიჩნევს, რომ 2 % ძალიან დაბალი ბარიერია.

„2- სა და 5 პროცენტს შორის არის 3, 4 პროცენტიც, რომელიც განხილვის შედეგად შეიძლება იყოს საერთო კონსენსუსის საგანი, მაგრამ მთავარი არის, რომ ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, შეთანხმების საგანი გახდა, გამოწვეული იყო ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგად, მაგრამ მეორე მხრიდან არანაირი კომპრომისი არ გვინახავს. რადიკალური ოპოზიციური ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია, აქედან გამომდინარე, თუ ოპოზიციური ფლანგიდან დავინახავთ, ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ვიღაც მაინც ფიქრობს იმაზე, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ამ შემთხვევაში, კი ბატონო, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ არა იმაზე, ვის რა აწყობს, არამედ რა სჯობს ქვეყნისთვის. მაგალითად, უნდა ავიღოთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც დიდ ნაწილში არის 5 % ბარიერი, ამით აბალანსებენ პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესს. არის 2 ქვეყანა, სადაც 2 პროცენტზე ნაკლებია, არის ქვეყნები, სადაც არის 3 და 4 პროცენტი. ჩვენ უნდა შევჯერდეთ, რა სჯობს ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ 2 %-იანი ბარიერი არის ძალიან დაბალი, სადაც სტაბილურობის ინტერესი ცოტა უკანა პლანზეა გადაწეული, მაგრამ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თავის დროზე კომპრომისის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრიდან კომპრომისს ვერ ვხედავთ, ამიტომ კომპრომისზე ლაპარაკს, როცა მეორე მხრიდან ნაბიჯიც არ გადმოდგმულა, უნდა დავანებოთ თავი და ვილაპარაკოთ რა სჯობს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა